ჟენევაში პუტინისა და ბაიდენის სამიტი გაფართოებული შემადგენლობით განახლდა

ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის სამიტი მიმდინარეობს, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში განახლდა.

​მანამდე შესვენება იყო გამოცხადებული.

პროტოკოლის მიხედვით, დღევანდელი სამიტი, ჯამურად, დაახლოებით, 5 საათის განმვალობაში გაგრძელდება. თუმცა, გათვალისწინებულია შესვენებები ჩაისა და ყავის თანხლებით. გაფართოებულ შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაშია პუტინის თანაშემწე – იური უშაკოვი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი – სერგეი ლავროვი, პრესმდივანი – დიმიტრი მედვედევი, აშშ-ში რუსეთის ელჩი – ანატოლი ანტონოვი, გენშტაბის უფროსი – ვალერი გერასიმოვი და ლავროვის მოადგილე – სერგეი რიაბკოვი. ასევე, მიწვეულნი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – დმიტრი კოზაკი და სირიის საკითხზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი – ალექსანდრე ლავრენტიევი.

აშშ-ის დელეგაციაში არიან სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი, მისი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში – ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი – ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საკითხებზე მთავარი დირექტორი – ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწე – ჯეიკ სალივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები