თენგიზ ცერცვაძე: კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და 10 000 კოლოფი ორიგინალი წარმოების „რემდესივირი“ მოგვეწოდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო 10 000 კოლოფ ორიგინალი წარმოების „რემდესივირს” მიიღებს.
„ამერიკიდან უკვე გამოიგზავნა. კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური – ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.