თენგიზ ცერცვაძე: მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია რეგულაციების შესრულებაზე – პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ, მისი ტარება აუცილებელია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.

მისივე თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება.

“ამბობენ, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს მოსახლეობა რეგულაციებს. საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს – პირბადე, პირბადე, პირბადე. თუ ინდური შტამი გავრცელა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს. პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ, მისი ტარება აუცილებელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები