ჭიათურაში 7 გედი ძაღლებმა დაგლიჯეს, ერთი მათგანი გადარჩა

ჭიათურაში, გედების ტბაზე ძაღლებმა გედები დაგლიჯეს.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 6 გედი მაშინვე დაიღუპა, ერთი კი გადარჩა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ პატრულირებისას პოლიციამ შენიშნა დაგლეჯილი გედები და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რის შედეგადაც ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.

მათივე თქმით, უმოკლეს დროში დაიგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, გედების ტბის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები