მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში, ამ ეტაპზე, 19 აღმზრდელი დარჩება

“ნინოწმინდის პანსიონში, ამ ეტაპზე, 19 აღმზრდელი დარჩება”, – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა და ამდენი საჭირო არ არის.

„ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. ამ ეტაპზე, 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით, როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება, ვინც დღეს არის, სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე, ვინ შემოვა, ვინ – არა. უბრალოდ, ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ამდენი ბავშვი იყო ერთად, უცბად ბევრი წავიდა, ბავშვებთან რომ მივდივართ, ეს უნდა გავითვალისწინოთ, მიხვიდე კიდევ და კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა, სხვა არაფერი. 19 რომ რჩება, ვიცი და რამდენი მიდის, ზუსტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო. დღეს საჭირო არ არის 19-ზე მეტი”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) 14 ივლისს დაიკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები