კახა კუჭავა: ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დეოკუპაციას მივაღწიოთ

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ. საქართველო-უკრაინა ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის განსახილველ საკითხს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც პირდაპირ ჩანს და ყველა აღიარებს იმ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ. საქართველო-უკრაინა ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის განსახილველ საკითხს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც პირდაპირ ჩანს და ყველა აღიარებს იმ აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ – ეს არის დეოკუპაცია და, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას მოუწევს ადრე თუ გვიან (იმედია, ადრე), რომელიც როგორც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა აღასრულოს“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები