მარტვილელი ნიკა ბაღიშვილი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

13-14 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით.

ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ, ნიკა ბაღიშვილმა (მწვრთნელი – დათა წულაია). მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები