“ეს პროვოკაციაა” – სომხეთმა შუშაში ერდოღანისა და ალიევის ვიზიტი დაგმო

“თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ვიზიტი სომხეთის კულტურულ და ისტორიულ ცენტრში – მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში, რომელიც ახლა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაიკავეს, აშკარა პროვოკაციაა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ორი ქვეყნის ლიდერის ეს ნაბიჯი.

უწყებაში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ “ვიზიტს წინ უძღოდა ყარაბაღიდან გაძევებული ადგილობრივი სომხური მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება”. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა შუშის სურბ ყაზანჩეცოცის (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის დაბომბვა, შემდეგ კი სომხური გენოციდის მსხვერპლთა ძეგლის სრული განადგურება.

“გარდა ამისა, პროვოკაციული ქმედებები ცხადყოფს ანკარასა და ბაქოს განცხადებების ყალბ ხასიათს ერევანსა და სომეხ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ბოლოდროინდელ თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის შედეგები უნდა დასრულდეს ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების ფარგლებში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები