ნიკა მელიამ, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა.
მელიას ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, გეოპოლიტიკურ საფრთხეებსა და რუსეთის გაზრდილ გავლენებზე რეგიონში.
ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხაზი გაესვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობას მომავალი არჩევნებისთვის.