შალვა პაპუაშვილი: წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი, ამბობს ,,სამართლიანი არჩევნები”, ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო

“(საარჩევნო რეფორმის) წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი, ამბობს ,,სამართლიანი არჩევნები”, ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა.

“(საარჩევნო რეფორმის) წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნები” – ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო (და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა),
დღემდე, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით, არ პასუხობს ჩვენს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც მათი მტკიცებით მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა.
სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა”, – წერს პაპუაშვილი ,,ფეისბუქის” გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები