თამარ გაბუნია: ვაქცინაციისთვის დამატებითი ადგილების შესაქმნელად სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ადგილების შესაქმნელად სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა.
„ივლისიდან როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა. ეს მოხდება იმ დოზების ხარჯზე, რომელსაც ქვეყანა ელოდება.
ჯამურად, დღეს ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისთვის და ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა მივიღოთ, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.