საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი. შესაბამის განცხადებას კომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები