თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგურმა, ძაბვის მიწოდების აღდგენისთანავე მუშაობა განაახლა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია, ნათქვამი, 15:00 საათიდან მეტროს ყველა სადგური გაიხსნა და ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს.
აღინიშნება, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.
შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.