თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრთა მიღებას დროებით აჩერებს
თბილისის მეტროპოლიტენი, ელექტრონერგიასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, მგზავრთა მიღებას აჩერებს.
ამის შესახებ “კვირა”-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, თბილისის მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზმა მუშაობა დაახლოებით 14:00 საათიდან შეაჩერა, პირველი ხაზი კი ამ დროისთვის გაჩერებულია.