„საქართველოს ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს
„საქართველოს ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს და ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი – „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური – „ენგურჰესი“.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი – „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური – „ენგურჰესი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.