ალუდა ღუდუშაური: იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ნატო-ს მიერ და ევროატლანტიკურ სივრცეში ვიხილავთ საქართველოს

“იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ნატო-ს მიერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაური იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ევროატლანტიკურ სივრცეში ვიხილავთ საქართველოს.

„აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტზე მოხდება იმ პროგრესის ხაზგასმა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვნად დაფასდება ნატო-ს მიერ და საბოლოოდ ევროატლანტიკურ სივრცეში ვიხილავთ საქართველოს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიზანს, შრომას წარმოადგენს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ნატო-ს მხრიდან სათანადოდ იქნება დაფასებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები