კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 192, აჭარაში – 34, ქვემო ქართლში – 26

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარაში – 34, იმერეთში – 13, ქვემო ქართლში – 26, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 12, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 798, აჭარაში – 278, იმერეთში – 398. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 10, იმერეთში – 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები