შავი ზღვისკენ აშშ-ის სამხედრო გემი მიემართება
შავ ზღვისკენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ესმინეცი მიემართება, რომელიც მოკავშირეებთან ერთად უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების შესრულებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები რეგულარულად მონაწილეობენ შავ ზღვაში ნატო-ს ქვეყნებისა და პარტნიორების სხვადასხვა ოპერაციაში.