შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიწვევს და მის ნაცვლად პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან გაიწვევს და მის ნაცვლად პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ვარიანტი 19 აპრილის შეთანხმებით იქნება განსაზღვრული.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიწვევს და მის ნაცვლად პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება. საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვარიანტი შემოვა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული. იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.