პარლამენტში პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს შეეხება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსახილველი საკითხი დაამატა. დეპუტატები მესამე მოსმენით იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეეძლება შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.
ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები – ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები