რისი გაკეთება იგეგმება კულტურის სამინისტროში – თეა წულუკიანმა 12 პრიორიტეტი დაასახელა

კულტურის სამინისტრო, მიმდინარე წელს, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, დააფინანსებს იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომლებიც გამოყოფილი გვაქვს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, უწყება სულ 12 პრიორიტეტს დააფინანსებს. 1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა:
• საქართველოში ლიტერატურული ფესტივალების/წიგნის ბაზრობების ხელშეწყობა • ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა“ • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი • სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა • ჟურნალი „კულტურა პლუსი“ •
„ახალი ქართული წიგნი“, საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა • პროექტი „ცოცხალი წიგნები“ • იშვიათობად ქცეული და საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა) • წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა; • მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროექტი: ქართველი კლასიკოსები ინგლისურად – მრავალტომეულის მომზადება • ქართული საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა
2.ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა: • პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით; • “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” ხელშეწყობა; • სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა რეგიონულ თეატრებში; • რეგიონების პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით; • თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა; • კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა; • ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა.
3.ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა: • მუსიკალური ფესტივალების ხელშეწყობა; • სტუდენტთა და პროფესორთათვის მასტერკლასების ხელშეწყობა; • პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა; • კლასიკური მუსიკის კონცერტების ხელშეწყობა; • ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა; • კლავირის და პარტიტურის ელ.ვერსიის შექმნა – რევაზ ლაღიძის „ლელა“; • სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა.
4. ქართული კინოს ხელშეწყობა: • ქართული კინომემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა (ჩამოტანა, აციფვრა, რესტავრაცია) • ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის სარეკლამო კამპანიის ხელშეწყობა • საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა • კინოს პოპულარიზაცია “საჯარო კინოდარბაზის პროექტის” ფარგლებში • დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა
5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა: • ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფორუმის „არტისტერიუმი“ ხელშეწყობა • ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით სამუზეუმო ფონდების შევსება • საფრთხეში მყოფი ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია • ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ • ქართული კარიკატურის ხელშეწყობა • ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova
6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა: • სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება • ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა • საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი • კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა • ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა • კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა • ქართული ხალხური სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა • საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა
7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა: • ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა • ფოლკლორული ექსპედიციები • თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა • ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასები • რეგიონებში სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა • ფესტივალი “არტგენი”-ს ხელშეწყობა • ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო-ჰარმონიის სახელმძღვანელოს შექმნა
8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა: • ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა • კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – რეგიონული პროექტების ხელშეწყობა • დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით • ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან • ღია და ალტერნატიულ სივრცეებში (სკოლა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა) კლასიკური მუსიკის კონცერტები • კულტურული პროექტები/ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის • ერთი შემოქმედი (მსახიობი, მხატვარი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სხვ.) სოფლად • შემოქმედებითი და საგამომცემლო პროდუქციის რეალიზაციის კონცეფციის შემუშავება
9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები: • ჯაზ-ფესტივალების ხელშეწყობა • რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი • ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა • საიუბილეო ღონისძიებები
10. ინოვაციური/თავისუფალი პროექტები: • ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშების შექმნა • ტურისტული გიდებისათვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება • ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა • ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა • პროექტი “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად” • ლიტერატურული აგენტის ინსტუტუტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა • კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა
11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა: • ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის კვლევა • ქართული თეატრის პრობლემატიკის კვლევა • კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით • შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის „საგანძურში“ დაცული ექსპონატების „თავგადასავალი“ • XX ს-ის ქართული ხელოვნება : საბჭოთა პერიოდის ქანდაკება
12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება: • თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა • მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა • სამინისტროს სისტემაში დაზარალებული კულტურის ორგანიზაციების საოპერაციო და სხვა აუცილებელი ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები