ალუდა ღუდუშაური – ზურაბ ჯაფარიძეზე: მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა

“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან ორ საქმიანობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

„ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“. ამით ხსნის, რომ არ ეძლევა საშუალება, ერთი მხრივ, საპარლამენტო საქმიანობა განახორციელოს, ხოლო მეორე მხრივ, „გლოვოს“ საკურიერო მომსახურებაში ჩაერთოს და მიიღოს შემოსავალი. მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა და ხალხის საჭიროებებთან დაკავშირებით საპარლამენტო მანდატი აღასრულოს. ამიტომ, უნდა გაერკვეს. ერთმანეთთან რომ არის ეს შეუთავსებელი, ცხადია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც ცნობილია, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ მოსარჩელეებს, ზურა გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას.

რაც შეეხება თამარ კორძაიას, მან გაიწვია სარჩელი, რომლითაც დეპუტატის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები