ბრიტანეთში, საეჭვო პაკეტის გამო, სასტუმროში, რომელიც G7-ის სამიტის მახლობლად მდებარეობს, ევაკუაცია გამოცხადდა

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, G7- ის სამიტის მახლობლად პოლიციამ სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა – შენობაში ნაპოვნი საეჭვო პაკეტის გამო.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში უკვე ჩავიდა და ზღვისპირა კურორტ კარბის-ბეიში იმყოფება, რომელიც ფალმუთიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ღონისძიების გაშუქებისთვის ჩასული მედიის უმეტესობა იმყოფება.

უსაფრთხოების ზომები G7- ის სამიტზე უმკაცრესია.

პოლიციამ კარბისის ყურამდე მიმავალი ყველა გზა გადაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები