სირიაში, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სახალხო საბჭო პირველად შეიკრიბა
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის სახალხო საბჭოს სხდომა პირველად გაიმართა.
პირველ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარედ აბდულ ჰალიმ ალ-ავაკი აირჩიეს. დამსწრეებს სიტყვით მიმართა გარდამავალმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფის ამოცანა დგას.
ახალი სახალხო საბჭო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს შეასრულებს გარდამავალ პერიოდში. მის უფლებამოსილებაში შედის კანონების მიღება, მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობა და ახალი მუდმივი კონსტიტუციის მომზადების პროცესში მონაწილეობა.
სირიაში გარდამავალი პერიოდის ფარგლებში ჩამოყალიბებული სახალხო საბჭოს უფლებამოსილების ვადა 30 თვით არის განსაზღვრული.