“ეუთო-ს მიერ მიღებული ე.წ. რეზოლუცია არაფრის მომცემია და ევრობიუროკრატები მას, თავდასხმისა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მიზნით, უხეშად მოქმედების ინსტრუმენტად იყენებენ” – მათიკაშვილი

“ეუთო-ს მიერ მიღებული ე.წ. რეზოლუცია არაფრის მომცემია და ევრობიუროკრატები მას, თავდასხმისა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მიზნით, უხეშად მოქმედების ინსტრუმენტად იყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შეუძლებელია, საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასო და, “ამავე დროს, „გამოგრჩეს“ ის, რომ პარლამენტის სასახლე გადაწვას გადაურჩა”.

“როგორ შეიძლება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა „გამოგრჩეს“, რომლითაც ცოცხლად იწვოდა პოლიციელი? როგორ შეიძლება, „გამოგრჩეს“ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა – ის ყველაფერი, რასაც რადიკალური და აგენტურული ოპოზიცია საქართველოში მხარდამჭერებთან ერთად ახორციელებდა. ცხადზე ცხადია, რომ აქ არანაირ „გამორჩენაზე“ საუბარი არ არის. ჯო უილსონი და ის ადამიანები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას აგრძელებენ, სამწუხარო ხაზს აგრძელებენ, რომელიც დაფინანსებულია. ამ ყველაფერს ის ძალები აფინანსებენ, რომელთაც საქართველოში არც დემოკრატია მოსწონთ, არც ეროვნული ხელისუფლების არსებობა და საქართველოს ისევ პროქს ტერიტორიად გამოყენება უნდათ“, – თქვა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები