ირაკლი კობახიძე – ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს” ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია
ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს” ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.
„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს” ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.
თუმცა, ვიდრე „ქართული ოცნების” ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – განაცხადა პრემიერმა.