პარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს – რეზო გაბრიაძეს, ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

რეზო გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები