ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ თქვა, “99.9% -ით პარლამენტში ვერ და არ შევალ“, როგორც ხედავთ, ხანდახან 0.1%-იც მუშაობს
“ნიკა მელიამ თქვა, “99.9%-ით პარლამენტში ვერ და არ შევალ“, როგორც ხედავთ, ხანდახან 0.1%-იც მუშაობს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრებმა თავიანთი სიტყვები ვერ შეასრულეს.
“ნიკა მელიამ თქვა, “99.9%-ით პარლამენტში ვერ და არ შევალ“, როგორც ხედავთ, ხანდახან 0.1%-იც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება, რაც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა. მინდა, მივმართო „ნაციონალებს“, როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.