არჩილ თალაკვაძე – გახარიას ნეპოტისტურ ქსელზე: დაუჯერებელია, რომ სწორედ ასე იყო დაკომპლექტებული საჯარო სამსახურები
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასა და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ სახელმწიფო უწყებებში საკუთარი ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების დანიშვნა და დაწინაურება მიუღებელია.
„მე არ მქონდა ეს ინფორმაცია. მართალი გითხრათ, ჩემთვის დაუჯერებელი იყო ის, რომ სწორედ ასე იყო დაკომპლექტებული საჯარო სამსახურები. ნეპოტიზმი არის მიუღებელი და კიდევ უფრო მიუღებელია, თუ ასე ხდებოდა პოზიციების დაკომპლექტება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გახარიას ნეპოტისტური ქსელი – როგორ ასაქმებდნენ და აწინაურებდნენ გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს.