რიმა ბერაძე: რომ ლაპარაკობთ კომპრომატებითა და შანტაჟით შემოყვანილ ადამიანებზე, ძალიან გთხოვთ, მაშინ იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატი? ვინ ვის აშანტაჟებს?
“რომ ლაპარაკობთ კომპრომატები, შანტაჟი, მონები და ა.შ. ძალიან გთხოვთ, მაშინ იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატი? ვინ ვის აშანტაჟებს? და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წარმომადგენლები რომ ამ ლექსიკით საუბრობთ, ცოტა, მე ვფიქრობ, უხერხულია”, – ასე გამოეხმაურა პლენარულ სესიაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ “ეს პარლამენტი არის კომპრომატებითა და შანტაჟით შემოყვანილი ხალხი, რომელმაც ქართველ ხალხს არჩევანი მოჰპარა”.
,,თქვენ ახალი ბრძანდებით. დაფიქრდით, მიკროფონთან სანამ ლაპარაკობთ, თქვენ გიყურებთ საქართველოს მოსახლეობა და თქვენთვის არის ცუდი ის შეფასებები, რომელსაც მიიღებთ. წლების განმავლობაში ტყუილებში ამყოფებდით საქართველოს მოსახლეობას. სხვას ნუ გადმოაბრალებთ, თორემ ჩვენც შეგვიძლია, კონკრეტული ფაქტებით თითოეული თქვენგანის მისამართით ვისაუბროთ, მაგრამ ეს ფუნქცია დღევანდელ პარლამენტს არ აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ხვალინდელ დღეზე ვისაუბროთ”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.