ირაკლი კობახიძე – გახარიაზე: თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში
“მან ისაუბრა კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, თუმცა, შემდეგ მოუწია უკან დახევა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ კუთხით საქართველოში არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიას განცხადებებს.
მისივე თქმით, თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ თავის თანაგუნდელებში უნდა მოიკითხოს.
“მან ისაუბრა კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, თუმცა, შემდეგ მოუწია უკან დახევა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ კუთხით საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, კორუფცია ყველა ქვეყანაშია პრობლემა, მაგრამ სისტემურ პრობლემაზე ამაზე ჩვენ გვაქვს პოზიცია და, სხვათა შორის, მასაც ჰქონდა პრემიერობის დროს შესაბამისი პოზიცია. მას მოუწია თავისი გამონათქვამის დაკორექტირება, კერძოდ, მან უარყო ბრალდება სისტემური კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით.
თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში. ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი, სწორედ ამიტომ მოუწია მას უკან დახევა”, – განაცხადა კობახიძემ.