არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო არაერთ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება, ახლა საზოგადოებამ შეაფასოს, ის, ვინც იმარჯვებს, ძლიერია თუ სუსტი
“ჩვენ გუშინ დემოკრატიისა და პარლამენტის წინააღმდეგ 7-თვიანი საბოტაჟი დავამთავრეთ, ეს იყო სახელმწიფოსა და ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ძლიერია თუ სუსტი.
„ლიდერშიფი სუსტია თუ ძლიერი, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“, თავისი ლიდერების ხელმძღვანელობით, შეძლო არაერთ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება; შეძლო არაერთი კრიზისული სიტუაციის მოგვარება ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდებოდა. ახლა საზოგადოებამ შეაფასოს, ის, ვინც იმარჯვებს, ძლიერია თუ სუსტი; ის, ვინც რთულ სიტუაციებს თავს წარმატებით ართმევს, ძლიერია თუ სუსტი. ჩვენ გუშინ დემოკრატიისა და პარლამენტის წინააღმდე 7-თვიანი საბოტაჟი დავამთავრეთ. ესეც იყო სახელმწიფოსა და ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.