„პუფად“ შეიძლება, წარმოვიდგინოთ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის ზის პარლამენტში, რომ ნებისმიერი კანონპროექტი ,,გააპრავოს”
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „პუფი“ შეიძლება, იყოს ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ზის იმისთვის, რომ ნებისმიერ კანონპროექტს დაეთანხმოს.
„პუფად“ შეიძლება, წარმოვიდგინოთ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის ზის პარლამენტში, რომ ნებისმიერი კანონპროექტი ,,გააპრავოს”, რომელი კანონპროექტიც ვიღაცის კეთილდღეობას ემსახურება და არა – ქვეყნის კეთილდღეობას“, – განაცხადა ბოტკოველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ვინც ვერ გაუძლებს ცდუნებას და პარლამენტში შევა, არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, არამედ იქნება „რაღაც ნივთი“, იქნება „პუფი“.