თბილისის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლის მოწყობას იწყებს

“ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, 80 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა.

„ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოებს ვიწყებთ. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა ფერდის დამცავი სამუშაოები და დროებითი კედელი მოეწყო. მომდევნო ეტაპზე, დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანად გამაგრებისთვის, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ამ ადგილზე მუდმივი, 80 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და სამი თვის ვადაში დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები