შალვა პაპუაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით თქვა, არის ტყუილი და უღირსი საქციელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა 20 ივნისთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
“ის, რაც 20 ივნისთან დაკავშირებით, თქვა, რომ თითქოს პარლამენტში არავინ იყო, არის იმხელა ტყუილი და უღირსი საქციელი, რომ ალბათ ფარავს იმ უღირს საქციელს, რასაც ჰქვია პარაზიტობა “ქართული ოცნების” ხმებზე”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.