კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 439, იმერეთში – 86, აჭარაში – 71
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარაში – 71, იმერეთში – 86, ქვემო ქართლში – 66, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 794, აჭარაში – 313, იმერეთში – 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში – 326, აჭარაში – 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 11. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.