გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის განცხადებაში ორი მთავარი საკითხია და აქედან მხოლოდ ერთი სიმართლე.
მისი თქმით, სიმართლეა ის რომ გახარია არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
“ამ განცხადებაში არის 2 საკითხი: გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და გიორგი გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის 1 სიმართლე, რომ გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ივანიშვილის პროექტი.
მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება 2 რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს სხვა ყველაფერი არის წყალი. ჩვენ არ ვართ ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით “ქართული ოცნება” 2 “, – განაცხადა გახარიამ ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია”.