ირაკლი ზარქუა: მადლობა პრემიერს, რომელმაც როგორც კი ოდნავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაშინვე სოცშეჭირვებულ ბავშვებს გაუორმაგა დახმარება

“მადლობა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც როგორც კი ოდნავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაშინვე სოცშეჭირვებულ ბავშვებს გაუორმაგა დახმარება და 1-ელი ივლისიდან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან’, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის ეთერში“ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ამასთან ერთად, მმართველი გუნდისთვის ისეთი საკითხებია პრიორიტეტული, როგორც ტურისტების რაოდენობის გაზრდა და ვაქცინაციის მართვა.

„თუ ეს არ აინტერესებთ, აბა, ახლა მელია იქნება/არ იქნება, „ნაცები“ იქნებიან/არ იქნებიან, მგონი, არ აინტერესებდა არც 7 თვის წინ მოსახლეობას, მათ შორის, მათ ამომრჩეველსაც და, მით უმეტეს, ახლა არ აინტერესებს. იქნებ, გონს მოეგონ, ჭკუაზე მოვიდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რა უნდათ საერთოდ პარლამენტში? მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, მე ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა ზარქუამ.

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები