ლადო კახაძე: შესაძლებელია სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი საჭესთან ნასვამი იქნება, ძრავა არ ჩაირთოს

“სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე განცხადა.

მისი თქმით, ეს ადვილად მისაღწევია, მთავარია მეცნიერებამ მოინდომოს.

„მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები