შალვა პაპუაშვილი – ,,ნაცმოძრაობაზე”: მე მაინც მგონია, საბოლოოდ, ამ სიტყვასაც გატეხენ და 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს
“მე მაინც მგონია, საბოლოოდ, ამ სიტყვასაც გატეხენ და 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ, როგორც იქნა, დააფასეს თავიანთი ამომრჩევლის ხმები.
„თუ გავიხედებით პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან, დავინახავთ კარვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მეირ გაშლილს, რომელიც დღემდე არ არის აშლილი. როგორც ჩანს, ისინი აპირებენ დესტრუქციული დღის წესრიგის გაგრძელებას. ვნახოთ, მე მაინც მგონია, როგორც, საბოლოოდ, ამ სიტყვასაც გატეხენ და 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მოუწევთ კონსტრუქციულ და დემოკრატიულ კალაპოტში მოქცევა. თუმცა, ეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია. კარგია, რომ შემოვიდნენ და პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩევლებს. როგორც იქნა, დააფასეს თავიანთი ამომრჩევლის ხმები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.