ანრი ოხანაშვილი: დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვინც ცდილობს სახელმწიფოს საბოტაჟსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შესვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, მმართველი გუნდი დისკომფორტს შეუქმნის.

“დისკომფორტს შევუქმნით ჩვენ ყველას, ვინც ცდილობს სახელმწიფოს საბოტაჟსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას. არადემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების ადგილი არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ჯგუფები”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა. საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციური პარტია დღეიდან ჩაერთვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები