ვახტანგ მეგრელიშვილი პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა

“სახელმწიფოს გამო ერთმანეთს ვერ ხედავენ ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება და ვისაც აქვს დახმარების სურვილი”, – ამის შესახებ მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვინ არის დამნაშავე? შეიძლება, დამნაშავეა სპირიდონი, შეიძლება, დამნაშავეა ის მშობელი, ვინც ბავშვები იქ მიაბარა, შეიძლება – სახელმწიფო ან სახალხო დამცველი, ყველას ექნება თავისი წილი ბრალიც და რაღაც დამსახურებაც, რომელიც უსამართლოდ არის იგნორირებული. მაგრამ დისკუსია, მგონი, ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე – დამნაშავის ძებნა.
პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს ვუყურებთ ჯგუფებად – ბავშვებად, ქალებად და აქედან ვიქმნით წარმოდგენას მათზე, ამ პრობლემას იდენტობის პოლიტიკა ჰქვია და დასავლეთის სამყაროსთვის ძალიან დიდი პრობლემაა.
იდენტობის პოლიტიკა ნიშნავს ადამიანების სხვადასხვა ჯგუფად დაყოფას იმისთვის, რომ მერე სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ამ ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება.
თითქოს, სოციალური მდგომარეობა, ანუ გაჭირვება იყოს რაიმე უფლების წარმოშობის პირობა. წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი. ამ კოდექსის წინააღმდეგი არავინ იყო საპატრიარქოს გარდა. იქ წერია, რომ აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში საღამოს. ამ ქვეყანაში უფრო მეტი ოჯახია, ვისაც ბავშვის აყვანა და აღზრდა უნდა, ვიდრე ბავშვები. სახელმწიფო შუაში დგას და ნებისმიერ საჯაროობასა და შუამავლობას ამ სფეროში დანაშაულად აცხადებს. სახელმწიფოს გამო ერთმანეთს ვერ ხედავენ ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება და ვისაც აქვს დახმარების სურვილი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები