გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” სტრატეგიაა, დესტრუქცია საპარლამენტო ტრიბუნიდან გააგრძელონ

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

“აპირებენ, რომ ყოფილ მხარდამჭერებს თუ მხარდამჭერებს, რომლებიც არიან კარვებში, დაანახონ, რა მაგრები არიან, არაკონსტრუქციულობა რომ კვლავ მათი სტრატეგიაა და რაც ქუჩიდან არ გამოვიდა, როგორმე გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა და იქნებ, აქედან მაინც ეს დესტრუქციული თავიანთი სტრატეგია გააგრძელონ. სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა ის თემები არ არის, რომლებიც მათ აინტერესებთ”, – აცხადებს ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა. საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციური პარტია დღეიდან ჩაერთვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები