ნიკა მელია – მედიას: თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ისეთი საინტერესო მომდევნო 4 თვე, რაც გელოდებათ წინ, არ გქონიათ დღემდე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“პირობას გაძლევთ, ძალიან საინტერესო ბევრ განცხადებას მოისმენთ. დღესაც, ხვალაც და მე მგონია, თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ისეთი საინტერესო მომდევნო 4 თვე, რაც გელოდებათ წინ, არ გქონიათ დღემდე”, – აღნიშნა მელიამ.