თამარ ტალიაშვილი – პაატა მანჯგალაძეს: სწორედ ჩვენი მერია ახორციელებს იმ მუზეუმების რეაბილიტაციას, რომელიც სავალალო მდგომარეობაში თქვენ დაგვიტოვეთ

„როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში, თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორიალური ძეგლი და, სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ გამოისყიდა ის ფართი, რომლის გამოსყიდვაც აუცილებელია, რათა ამ მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდეს ისევე, როგორც განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გალკტიონ ტაბიძის, შიო არაგვისპირელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა მუზეუმები, რომლებიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იქნა რეაბილიტირებული.
სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში, თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები”, – განაცხადა ტალიაშვილმა.

იქამდე, პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ „სირცხვილია, 21-ე საუკუნეში, ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას სახლი იყოს იმ მდგომარეობაში იყოს, რომელშიც ის დღესაა“. მანვე კოლეგებს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ეზოს ფოტოები წარუდგინა, რაც, მისი შეფასებით, ნაგავსაყრელადაა ქცეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები