მედია: პოლონეთში სურთ, პუტინთან სამიტამდე ერთმანეთს ბაიდენი და დუდა შეხვდნენ

პოლონეთში უნდათ, რომ ანჯეი დუდა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან სამიტამდე შეხვდეს.

ამის შესახებ გაზეთი Rzeczpospolita იტყობინება.

გაზეთი დამოუკიდებელი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ გაუფრთხილებია არც პოლონეთი და არც უკრაინა, რომ გეგმავდა იმ შეზღუდვების გაუქმებას, რომელიც გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-სთვის იყო დაწესებული.

პოლონური მედია ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ ჯო ბაიდენის ასეთი ნაბიჯი გახდება პრეცედენტი და განსაზღვრავს მომავალში დამოკიდებულებას პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ.

ვარშავაში ასევე აღნიშნავენ ვაშინგტონთან ურთიერთობაში ზოგად ”გაგრილებასა და დაძაბულობას”.

ბაიდენისა და პუტინის სამიტი ჟენევაში 16 ივნისს ჩატარდება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის თემაც იქნება განხილული.

შესაბამისად, უკრაინაში მოისურვეს ვაშინგტონის ლიდერთან საგანგებო საუბარი. 7 ივნისს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს აშშ-ის პირველმა პირმა უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურა, ასევე, ორმა ლიდერმა სხვა საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები