გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის მხრიდან უსაგნო ბრალდებების, ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-სა და ევროკავშირში
“ოპოზიციის მხრიდან უსაგნო ბრალდებების, ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო მჭიდროდ მიუახლოვდა ნატო-ს წევრობას, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-სა და ევროკავშირში”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიისა და შიდაპოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვა.
„ხელისუფლებამ, პანდემიისა და შიდაპოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, შეძლო, დაეცვა და გაეძლიერებინა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ოპოზიციის მხრიდან უსაგნო ბრალდებების მიუხედავად, საქართველო მჭიდროდ მიუახლოვდა ნატო-ს წევრობას, სხვათა შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-სა და ევროკავშირში “, – განაცხადა ხელაშვილმა.