ბექა დავითულიანი – “ნაცმოძრაობაზე”: მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობების შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი, თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაღეს და შემოვიდნენ პარლამენტში
„მართალია ნაციონალური მოძრაობა არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა განცხადებების ნაწილზე დასწრება პარლამენტში, თუმცა მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობების შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი, თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაღეს და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ზუსტად ასევე მოუწევს პოზიციის შეცვლა და შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა.
„მართალია ნაციონალური მოძრაობა არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა განცხადებების ნაწილზე დასწრება პარლამენტში, თუმცა მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობების შემდეგ დაყარეს ფარ-ხმალი, თავისი სიტყვების კიდევ ერთხელ უკან წაღეს და შემოვიდნენ პარლამენტში.
წარმოვიდგინე, ჩვენ, რომ მათი მსგავსი მორალური და კულტურული კატეგორიებით ვაზროვნებდეთ რა საზვერეების გავლა მოუწევდათ ამ გადაწყვეტილებამდე:
ალბათ უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდნენ გამოცხადებული რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად, იმის გამო, რომ ქვეყანა ამ ისედაც მძიმე პანდემიერ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ექვსი თვე სრულიად უმიზეზოდ აჯანჯღარეთ და დღეს სწორედ იმ სავარძლებში სხდებიან, რომელში ჩაჯდომაც ქვეყნის ღალატად ქონდათ გამოცხადებული;
მათ აგენტურულ საქმიანობაზე უკვე გასული იქნებოდა პროკურატურის მიერ დასპონსორებული მხატვრული ფილმები, რომელშიც ყველა სიტყვა იქნებოდა გადაბმული და დამონტაჟებული, რაც კი ცხოვრების განმავლობაში რუსულ ენაზე უთქვამთ;
შალვა ნათელაშვილი უკვე დაბარებული იქნებოდა პროკურატურაში დაკითხვაზე და თავის პოლიტიკურ ნებას ძალიან მგზნებარედ და მარტივად გადაუფორმებდა მმართველ ძალას;
რაღაც სიკეთეც იქნებოდა ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილსაც არ მოუწევდა რამდენიმე თვე პატიმრობაში ყოფნა, რადგან ერთ ღამეში გადაწყვეტდა აღიარებითი ჩვენების მიცემას, რომ მანჯურიის აგენტია და თავის სიგარეტზე მეტ ბოლს თავისი აღიარებითი ჩვენებით დააყენებდა;
მათი აქტივისტებით გადაიჭედებოდა საპატიმროები;
მათი ახლობლები დატოვებდნენ სამსახურებს, როგორც საჯარო , ისე კერძო სექტორში .
მათ დამფინანსებლებს, პარტიის დაფინანსების კი არა, საჭმლის ფული აღარ ექნებოდათ;
მათ ტელევიზიებში ჟურნალისტების ნაცვლად სპეცრაზმელები ისხდებოდნენ;
დღეს, აქ შემოსულ თითოეულ მათგანს, კარებში დახვდებოდა, მათი ჰიტლერ იუგენდების მსგავსი ახალგზრდა აქტივისტების დაჯგუფება და ნაგვის ურნის გვირგვინით დააჯილდვებდნენ, როგორც თვითონ იქცევიან.
მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ თქვენსავით არ ვაზროვნებთ და არ ვიქცევით, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ასე არ ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ ზუსტად ასევე მოუწევთ პოზიციის შეცვლა და მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, პრინციპით იმოქმედებენ, რადგან მართლა ასე ჯობია თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.