ფრიდონ ინჯია: ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებული არ იყო
“31 ოქტომბრის არჩევნები, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, არ გაყალბებულა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველიც გყავდა”, – ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
„ჩემი კოლეგებისგან განცხადებები გაკეთდა, თუ როგორ ელოდებიან „ნაციონალურ მოძრაობასა” და იმ პარტიებს, რომლებიც 7 თვის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ პარლამენტის მუშაობაში. და მათ მიერ მხოლოდ ერთი მიზეზი იყო გაცხადებული – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
როცა ჩვენ შემოვედით დარწმუნებული ვიყავით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, იყო ხარვეზები, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არჩევნების გაყალბებად არ შეგვეძლო ჩაგვეთვალა. ყველა პარტიამ მიიღო იმდენი ხმა, რამდენიც მისმა ამომრჩეველმა მისცა და ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესშიც დადასტურდა”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.