ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება
9 ივნისს, 12:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი მუკნიაშვილი.
ხელმოწერა გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. (მის: სანაპიროს ქ. # 2)